2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ კვების პროდუქტებში საკვები დანამატების არსებობას და ადგენენ, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის ესა თუ ის პროდუქტი.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტით მოიძიებენ ინფორმაციას E ასოთი მარკირებული საკვები დანამატების შესახებ, იკვლევენ მათ ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე, რომელი საკვები დანამატია ადამიანისათვის უვნებელი და რომლის მიღება იწვევს სხვადასხვა დაავადებას.
მოსწავლეები შეიძენენ რამდენიმე დასახელების პროდუქტს, დაათვალიერებენ ეტიკეტებს, ამოწერენ E მარკის დანამატებს, ადარებენ მოპოვებულ ინფორმაციას და იკვლევენ, შეიცავს თუ არა საფრთხეს ამ პროდუქტების მიღება. აჯგუფებენ ცალ–ცალკე უსაფრთხო, მავნე და ნეიტრალურ პროდუქტებს. სკოლაში აწყობენ პრეზენტაციას ამ თემაზე და ინტერნეტში ათავსებენ ინფორმაციას თავიანთი კვლევის შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.(X კლასი).
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, მისი გამოყენება კონკრეტული მიზნისათვის, პრეზენტაციისა და ინტერნეტში განთავსებისათვის მასალის მომზადება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მასალები ინტერნეტისათვის და პრეზენტაციისათვის.
8. სარგებელი სხვებისთვის: გამოქვეყნებული ინფორმაცია დაეხმარება სხვებს უსაფრთხო საკვები პროდუქტის შერჩევაში.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ გვყავს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ივითარებენ კვლევის, ანალიზის უნარ- ჩვევებს, სწავლობენ ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებას, იყენებენ ისტ-ის საშუალებებს.
ქიმ.X.3. აკავშირებს გარემოს სისუფთავისა და კვების პროდუქტების ხარისხს ადამიანის ჯანმრთელობასთან.
ეტიკეტზე გაკეთებული წარწერების, სათანადო წყაროების მოძიებისა და ანალიზის საფუძველზე იკვლევს სხვადასხვა საკვებ პროდუქტს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველობის თვალსაზრისით.
12.პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ლომიძე.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatunalomidze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი.
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი. www.xatuna9.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий